ადვოკატი - სასამართლომ ძალაში დატოვა უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას - ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას

,,მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ საქართველოს ხელს უშლის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ის დარწმუნებულია, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გადაწყვიტეს, რომ გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი, მათ ფაქტობრივად, ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს მათი პერსონალური არჩევანია, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აუცილებლად ინანებენ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. ბუნებრივია, არა ამ სასამართლოს პირობებში და ჩინჩალაძის სასამართლოში, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა, თუ როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და ვის, რა როლი ჰქონდა ამ უკანონო განაჩენის გამოტანის პროცესში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი განმარტებით, შედეგის მხრივ არაფერი შეცვლილა, რადგან 3 წელი და 6 თვე ჰქონდა ნიკა გვარამიას მისჯილი და ეს სასჯელი ძალაში დარჩა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენებისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს, უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ ნიკა გვარამია, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი და ეს სასჯელი დარჩა, უბრალოდ, ხელისუფლების "მესიჯბოქსის" შესაბამისად, სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსულების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“