პარლამენტი პირველი მოსმენით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომზადებული ცვლილებები ორივე სამსახურს ინსტიტუციურად გააძლიერებს.

როგორც ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ამ საკითხებზე გამოძიებას პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნულ სამსახურს შეეხება, არის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ქვემდებარეობის გაფართოება, თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას და თუ ეს მუხლები გამოვლენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში.

ცვლილებების თანახმად, გაიზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. კანონპროექტი ყველა თანამშრომლისთვის, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე, აღნიშნული სამსახურის უფროსები კომიტეტს წარუდგენენ ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე, მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო