ირაკლი კობახიძე - გვარამია პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებდა - თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი მას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა

გვარამია პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებდა - თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია სწორი იყოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობახიძე აცხადებს, რომ მათ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ.

"ევროპული სახელმწიფო ნიშნავს სასამართლოს პატივისცემასაც მათ შორის, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერც ასე, ვერც ისე ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მითუმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ. რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს,"- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება, რეზოლუციას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზეა საუბარი, კობახიძის განცხადებით, კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ "რეზოლუციას და მის თითოეულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო