ანრი ოხანაშვილი გვარამიასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - სტრატეგიული პარტნიორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს

ყველა ვალდებულია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავკჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ- ის საელჩოს განცხადებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მართლმსაჯულება ყველასთან მიმართებით უნდა აღსრულდეს.

"მართლმსაჯულება ყველასთან მიმართებით უნდა აღსრულდეს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და ყველა ვალდებულია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, აქ ყველაფერი მგონი ნათელია. როცა სასამართლოს საქართველოს სახელით გამოქვს გადაწყვეტილება და გამოაქვს უკვე მეორე ინსტანციას, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება შეწყალებას, ოხანაშვილის თქმით, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას რაზე დაყრდნობით გამოიყენებს პრეზიდენტი, ეს ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზე აისახება.

„მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება რა დროს, რა პრინციპზე დაყრდნობით უნდა გამოიყენოს ან არ გამოიყენოს, ეს მათ შორის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზეც აისახება. ეს მისი გადასაწყვეტია, რა პრინციპზე დაყრდნობით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმდენად ხელისგულზე დევს - რა განცხადებებიც კეთდებოდა, მე არ ვიცი, როგორ უნდა მიმართო პრეზიდენტს, რომელსაც არ აღიარებ. ხომ არ აღიარებდნენ მას პრეზიდენტად, როგორ უნდა მიმართონ? ხალხი არ აღიარებდა, შეურაცხყოფდა, ახლა როგორ უნდა მიმართონ რამეზე პრეზიდენტს?"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა