მარნეულში USAID -ის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნიკა კობახიძესთან და მოადგილეებთან ერთად „ჯეო ჰოსპიტალსის” მარნეულის ფილიალში, USAID - ის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ საგრანტოხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით ერინ ე. მაქქი.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა უზრუნველყოფს ორ ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრში საექთნო პრაქტიკის უწყვეტ განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას სამუშაო ძალის განვითარების პროცესში და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების შესაძლობლობების გაუმჯობესებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო USAID-ს პროექტის დაფინასებისთვისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მარნეულში იმ პროექტის განხორციელება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის განვითარებას ემსახურება,“-აღნიშნავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025