ნინო ლაცაბიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების  პროცესში,  რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის - ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი დღეს პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

ნინო ლაცაბიძე სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

,,რუსთავის მერიაში ძალიან საინტერესო პროგრამას ვახორციელებთ. პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. ეს პროგრამა, სწორედ ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრის დასასრულს, რუსთავის მერმა სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა, ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის. გავეცანით მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკას. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება", - განაცხადა პროექტის მონაწილე ნინო გოცირიძემ.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამა - ,,მართე შენი ქალაქი“, ქალაქის მართვაში სტუდენტების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მერიის სხვადასხვა სამსახურების სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკას გაეცვნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებსა და პროექტებში.

პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო