მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლებას, „ოცნების“  წევრებს ვაფრთხილებთ, ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება თითოეული თქვენგანის კისერზე იქნება

ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვაფრთხილებთ, რომ ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თითოეული თქვენგანის კისერზე,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინიცირებული 3 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ქვეყნის ევროინტეგრაციას. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტები შეეხებოდა: დეოლიგარქიზაციას; ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულების პროცესში, სამუშაო ჯგუფებში ერთადერთი მიზნით - ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ განხილული პროექტების შემუშავების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არათუ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ წარდგენილი არცერთი შენიშვნა, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები.

„კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გუშინ ამ 3 უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში. რაც მიუთითებს ერთი მხრივ იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ცვლილებები იყოს ილუზორული და უშინაარსო, ხოლო მეორე მხრივ, იყენებს ოპოზიციის პოპულიზმსა და ინტერესის ნაკლებობას. უახლოეს მომავალში სესიაზე განიხილება სასამართლოს „ოცნებისეული“ ე.წ. რეფორმა, სადაც ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ჩვენი გუნდისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების - მეგობრების (მათ შორის აშშ საელჩოს), რეკომენდაციები, ერთადერთი მიზნით, რომ გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ მთავარ აქტორს, ლევან მურუსიძესა და მის მეგობრებს დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლებაში გავლენების განმტკიცებაში," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედებებმა მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, მათ შორის დასავლელი პარტნიორებისთვის, რისი მაგალითიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაკეთებული შეფასება.

მისივე განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთას არავის აპატიებენ.

" რასაც არავის ვაპატიებთ - არც „ქართულ ოცნებას“, არც "ნაცმოძრაობას", არც ფსევდო-ოპოზიციას - ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს