ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს, რომელმაც რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრა და ბოლო პერიოდში რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.

როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებაზე გააცნოთ ინფორმაცია.

„დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გაგვაცნო და ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ აისახება ყოველივე ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რასაც დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების გარემოს სკანირებისთვის ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის ინფორმაციას ნდობის ჯგუფის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი გაეცნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო