პარლამენტმა, მდგრადი ურბანული მობილობის თაობაზე წარმოდგენილ შეთანხმებას  მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული მობილობის თაობაზე) სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 87 ხმით დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილების შესაბამისი პროექტი პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მათივე ცნობით, მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი ურბანული ტრანსპორტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და თბილისის სატრანზიტო დერეფნების განვითარებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის დაფინანსების მიზნით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ 47 მლნ. ევრო შეღავათიანი სესხის და 1,5 მლნ ევრო გრანტის სახით გამოიყოფა.

„აღნიშნული თანხა მოემსახურება ქალაქ თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვას, რომელიც ერთი სისტემის ქვეშ ყველა შუქნიშნის და მთლიანად ტრანსპორტის მოძრაობის მოქცევას და ასევე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლების მოწესრიგებას და შუქნიშნების უზრუნველყოფას გულისხმობს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელია მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი. პროექტის დასრულების პერიოდი კი 2027 წლის 30 დეკემბერია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს