შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაკკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა USAID-თან და ქართველი ხალხისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„ერინ მაკკიმ აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში USAID ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტსა და კომიტეტებთან.

მან გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერების თაობაზე USAID-ის ორი ახალი პროგრამის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს