ჰერმან საბო - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ენის გამოყოფა ევროკავშირის მიმართ

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არის ენის გამოყოფა ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის ამ პუნქტის შესრულებას სერიოზულად არც ფიქრობდა და მექანიკური „გალაჩკის“ დასმის გზით არის წასული.

„თუ აიღებთ 12 პუნქტს და დაალაგებთ მნიშვნელობის მიხედვით ნახავთ, რომ ყველაზე უმნიშვნელო საკითხებზე „ქართული ოცნება“ წამოსულია რაღაც ნაბიჯებზე და ჩემი აზრით, მართლა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუნდაც მაგალითად, პარლამენტის რეგლამენტის, საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც სინამდვილეში რეალურად განსაზღვრავს ჩვენ რამდენად ჩაგვეთვლება ამ 12 პუნქტის შესრულება (და რამდენად მოვახერხებთ ვაჩვენოთ ევროპას, რომ ამ ერთი დიდი მიზნის გარშემო გავერთიანდით) ყველაზე ნაკლებ დათმობაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელსაც „გირჩმა“ მხარი არ დაუჭირა. შეიძლება როდესაც ამ 12 პუნქტში ამ პუნქტს წერდნენ ვიღაცები გონებაში წარმოიდგენდნენ ბიძინა ივანიშვილს, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუკი თქვენ გაესაუბრებით ევროპული ინსტიტუტების აქაურ წარმომადგებლებს ყველა დაგიდასტურებთ, რომ ვერ წარმოუდგენიათ ისეთი კანონის მღება, რომელიც მარტო ივანიშვილზეა, ან სხვაზე. პირიქით, მათი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ამ 12 პუნქტით მათ მოგვიხაზეს სათამაშო მოედანივით ის ადგილები, სადაც ჩვენ პრობლემები გვქონდა და ისეთ გამოსავლამდე უნდა მივიდეთ, რომელიც კონცენტრირებულ ძალაუფლებას რამენაირად შეამცირებს. ხომ გასაგებია, რომ დღეს რომ ინსტიტუტები გამართულად მუშაობდნენ, ძალაუფლება იყოს დანაწევრებული, ერთმანეთს აკონტროლებდეს, არანაირი პრობლემა არ იქნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი - ის, რომ მას ბევრი ფული აქვს, თუ ცოტა აქვს.

ქართული მთავრობა ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი, ვინც სათავეშია, არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი და სწორედ ამ პრობლემასთან მიმართებაში ჩვენ უნდა მოგვეძებნა გამოსავალი. ეს კანონი ამას არ პასუხობს. ეს კანონი არის ენის გამოყოფა ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართულმა ოცნებამ“ მონახა ძალიან მარტივი გზა და თვითონაც იცის, რომ ისეთი სიგიჟეები წერია შიგნით, რომ ქართული რეალობისთვის კი არა, უკრაინელებისთვისაც ცუდია. აქედან გამომდინარე, მათი ეს დამოკიდებულება და ამ კანონის ასე მიღება აჩვენებს იმას, რომ ისინი ამ პუნქტის შესრულებას სერიოზულად არც ფიქრობდნენ და ახლა უბრალოდ მექანიკური „გალაჩკის“ დასმის გზით არიან წასული ამ პუნქტზე“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო