გორში USAID-ს ახალი პროგრამის წარდგენა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი USAID-ს პროგრამის „ძლიერი სოფლის“ წარდგენას დაესწრო.

გორის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლიანი პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ფერმერები და მეწარმეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გასული წლების განმავლობაში USAID-ს სხვადასხვა პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით იყვნენ ჩართულები.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი თანადგომისთვის. USAID გორის მუნიციპალიტეტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ახალ, ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებები აშშ - ს განვითარების სააგენტოს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა