ქუთაისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან და CORLEAP-ის დელეგაციის წევრებთან ერთად ჩეხეთში იმყოფება

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან დავით მელუასთან და CORLEAP-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და კრიზისების მართვის სპეციფიკას და აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

ქუთაისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის აღნიშნული მოდელის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ რესურსები და ერთად განახორციელონ პროექტები, რომლებიც ადგილობრივი განვითარების, ტურიზმისა და სხვა სფეროების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ჩეხ კოლეგებს, აღნიშნული მიმართულებებით საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლოდ, კიდევ უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

დელეგაციის ვიზიტი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ლიბერეკში გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს