პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 307998 ლარია, შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად, ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო