ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMS-ში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.