150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების ფინალური ეტაპისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს მეცხრედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის რვა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა. პროგრამის მე-9 რაუნდში სულ შემოვიდა 207 განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 51 სტარტაპი გადავიდა.

„დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ: Christopher Burry - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში. Gail Christine Gannon - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში. Gideon Marks – DogLog - ის თანადამფუძნებელი, რომელიც უმარტივებს შინაური ცხოველების პატრონებს მათზე ზრუნვასა და მოვლას. გარდა ამისა არის ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელი ბიზნესის, ფინანსებისა და კორპორატიული განვითარების გამოცდილებით. განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული ინვესტიცია სტარტაპ კომპანიებში. Ben Connors – სტრატეგიული დირექტორი Acenda- ში და Harvard Angels - ის წევრი. აქვს მუშაობის გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, არის ბიზნესის განვითარების კონსულტანტი, აქვს 10+ წელი სტარტაპების მენტორობის გამოცდილება. LouAnn Conner - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი SagaciousThink - ში, სტარტაპის სტრატეგიული მრჩეველი/მენტორი. გლობალური ოპერაციების აღმასრულებელი. ხელმძღვანელობდა გლობალურ ტექნოლოგიურ პროგრამებს აეროსფეროს და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. აქვს კორპორატიული მართვის გამოცდილება სხვადასხვა დიდ კომპანიაში.

გამარჯვებულები 2022 წლის 4 დეკემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს