შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჰიროიუკი ჰოსოდას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი და პოზიტიურად შეფასდა ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციების თანასპონსორობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის აუცილებლობას.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს