გიგა ბოკერია - პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს არავის მიმართვა, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს არავის მიმართვა, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს, თუმცა ეს რომც მოხდეს, ჩვენ პრობლემას არ აქრობს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმია სათავეში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ ევროპარლამენტარების მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მიმართვას.

როგორც ბოკერია განმარტავს, ვიდრე ივანიშვილი ასე აკონტროლებს ძალაუფლებას, პრობლემა ძალაში რჩება.

„პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს არავის მიმართვა, რომ ასეთ უტიფარ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს, თუმცა ეს რომც მოხდეს, ჩვენ პრობლემას არ აქრობს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმია სათავეში.

ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა რჩება ძალაში იმ შემთხვევაშიც კი თუ გვარამიას გაათავისუფლებენ, სანამ რეჟიმს შეუძლია ასე დაიჭიროს ადამიანი ხელმეორედ ან ხელმესამედ, სანამ ასე აკონტროლებს ძალაუფლებას ივანიშვილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. წერილს ხელს აწერენ: რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, ჯოზას ოლეკასი, მირიამ ლექსმანი, დეის მელბარდე, ანა ფოტიგა, ბერნადრ გუეტა, ანდრეი კოვაჩევი, აუშრა მალდეიკიენე, პიტერ პოლაკი, კარლო ფიდანზა და რაფაელ გლუკსმანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო