შალვა პაპუაშვილი იაპონური კორპორაცია ITOCHU-ის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაცია ITOCHU-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, უფროს აღმასრულებელ ოფიცერს ჰიროუკი ცუბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის, საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლების და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში