ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი პროექტით აშენდება

სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა.

ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში 147 განცხადება შევიდა, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემდეგი ეტაპი შესული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირებაა.

„სიახლეა სახლების პროექტშიც. სოციალური სახლების ახალი პროექტი, „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილ კომისიას, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ წარუდგინა. ახალი პროექტით იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია