გია ვოლსკის შეფასებით, ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში დაგეგმილი ცვლილებები „უტიფრობის, ქართულ საზოგადოებასთან და ქვეყანაში არსებულ სტაბილურობასთან დაპირისპირების გამოხატულებაა“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში დაგეგმილი ცვლილებები “უტიფრობის, ქართულ საზოგადოებასთან და ქვეყანაში არსებულ სტაბილურობასთან დაპირისპირების გამოხატულებაა“.

როგორც ვოლსკი აცხადებს, პოლიტპატიმრებად ისეთ ადამიანების გამოცხადება, რომელთაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი, არ შეიძლება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად იციან, “მაგრამ არად დაგიდევენ, რადგან საკუთარი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა გააჩნიათ“.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ “მთავარი ამოცანაა, საქართველოში დესტაბილიზაცია, რასაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“.

“საერთოდ, როცა საერთაშორისო ფორუმზე გამოდის რეზოლუცია, მოხსენება, IRI-ის თუ NDI-ის კვლევები, მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ გათვალისწინება არ ნიშნავს სახელმძღვანელოდ მიღებას ისეთი აბსურდისა, რომ ადამიანი, რომელიც ქართული ჯარისთვის გამოყოფილი თანხით გამდიდრდა, თურმე არის მედია მფლობელი და მენეჯერი, ხოლო ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა და ქველმოქმედებას განაგრძობს, არის ოლიგარქი. აქ აშკარად იკვეთება დამოკიდებულება, მიკერძოება, იმ ადამიანის მიმართ გალაშქრება, რომელიც “ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება.

ამის მიზეზი არის თანაპარტიულობა. ევროპარლამენტის წამყვანი ძალა - “სახალხო პარტია“, “ნაცმოძრაობა“ ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი სუბიექტებია, რომლებიც კონკრეტულ გეგმას ახორციელებენ.

საქართველოში შექმნილი რეალობა არის სულ სხვა. ტრაგიკული კი ის არის, რომ ამით მნიშვნელოვან ზარალს ქართულ საზოგადოებაში ევროსტრუქტურის - ევროპარლამენტის ავტორიტეტს აყენებენ. თუკი რეალურ სიტუაციას პრაგმატულად შევხედავთ, ასეთი დამოკიდებულების შედეგი მძიმე და ცუდია.

მადლობა უნდა ვუთხრათ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ აბსურდს არ იზიარებენ.

ისე მშვენიერი მოხსენებაა. თუ გაეცნობით, მასში ასახულია პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ რეზოლუციაში დამატებების პროექტი აბსურდული და უტიფარია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული.

რამდენიმე ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო