გორის მუნიციპალიტეტის მთის სოფლების დამაკავშირებელი გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მთის სოფლების დამაკავშირებელი გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მთის სოფლების, ორმოცისა და მღებრიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 კილომეტრამდე გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას მძღოლებს გაუვალი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.