მარნეულში „ჯავახიშვილობა 2022“ აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ჯავახიშვილობა 2022“-ს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, წარმომადგენლები ლიტერატურის მუზეუმიდან, მწერალთა კავშირის წევრები და მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავლები.

მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება და ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში წერაქვში, მწერლის მუზეუმის ეზოში, წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე სპექტაკლი „ფრაგმენტები ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან“.

მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წლის ნოემბერში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დაიბადა. მწერლის იუბილესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით 2015 წლიდან აღდგა და ტრადიციული ხასიათი მიიღო.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს