კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კოალიცია მხარს უჭერს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორს ლიკა საჯაიას, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს, ადვოკატ დიმიტრი ხაჩიძეს, „კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლებისთვის ორგანიზაციის" ხელმძღვანელს სულხან სალაძეს და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, კოალიციის წევრმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, აუცილებელია თანამდებობები მიუკერძოებულმა, კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა დაიკავონ, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა იქნება და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსენსუსი იარსებებს.

„ჩვენ ვიცით, რომ საკანონმდებლო ორგანომ 5 არამოსამართლე წევრი უნდა შეარჩიოს და ვიცით, რომ მათ შერჩევაზე დიდად არის დამოკიდებული ის, თუ როგორი განვითარება ექნება მართლმსაჯულების სისტემას. თავისთავად შეიძლება, სასამართლო რეფორმის კუთხით 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პირდაპირ შედეგს არ იძლეოდეს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისი, რომელმაც სისტემის გაჯანსაღებას ხელი უნდა შეუწყოს. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო ინტერესებით, უკანა პლანზე უნდა გადაწიონ პარტიული მოტივაციები და სწორედ ასე უნდა მოხდეს კანდიდატების შერჩევა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს