აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ბათუმმა შესაძლოა, მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გაიმარჯვოს

დღეს, ომანში გამართულ World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმი ტურიზმის „ოსკარის“ მსოფლიოს ნომინაციებში პირველადაა წარმოდგენილი და ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორიცაა - საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

„დღეს, World Travel Awards -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდება. ღონისძიებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.

ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველადაა ნომინირებული, თუმცა World Travel Awards-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.

ომანში „World Travel Awards“-ის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დაესწრებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა