საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროექტი ჰორიზონტი ევროპას საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კვლევითმა პროექტმა - „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა“ (GAIN), ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის - ჰორიზონტი ევროპას საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტ GAIN-ის სასტარტო შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართა. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი მილიონ ევროს აღემატება. სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პარტნიორები არიან ევროპული კვლევების ლიდერები: გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI - German Research Centre for Artificial Intelligence), ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA - National Institute for Research in Digital Science and Technology, საფრანგეთი); EXOLAUNCH GmbH - მაღალი ტექნოლოგიების spin-off კომპანია (TUBerlin, გერმანია).

შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ევროკომისიის მხრიდან პროექტის ოფიცერი იანის ვაკონდიოსი, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და გრანტების მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის (DG R&I) წარმომადგენელი სილვია ბოჟინოვა და ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნინო ინასარიძე.

როგორც სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ განაცხადა, პროექტის მიზანია საქართველოს ინტეგრირება ხელოვნური ინტელექტის კვლევების ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გადაიდგას სტრატეგიული ნაბიჯები საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან და მისი დაკავშირება ევროპის კვლევებისა და ინოვაციების საზოგადოებასთან“, - აღნიშნა ვახტანგ კვარაცხელიამ.

პროექტის კოორდინატორის, პროფესორ გიორგი გიორგობიანის განცხადებით, GAIN-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის პრეზენტაციებმა დამსწრე საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია.

„ჩვენი ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა, პროექტ GAIN-ის ფარგლებში, წარმოადგინეს ახლადშექმნილი „ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია“, რომელიც ეხება მანქანური სწავლების მეთოდის პრაქტიკულ რეალიზაციას სამედიცინო სფეროს ერთი ამოცანისთვის. ინოვაციებისა და ეკონომიკური მოდელების ტრანსფერის შესახებ პრეზენტაცია კი გააკეთა დოქტორმა გივი ქოჩორაძემ. დიდი ინტერესი გამოიწვია ფართომასშტაბიანი პროექტის - „MePheSto“ პრეზენტაციამ, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფსიქიატრიაში. პროექტის მთავარი შემსრულებლები არიან პარტნიორი ორგანიზაციები - DFKI და INRIA. პროექტში GAIN დაგეგმილია ანალოგიური კვლევები საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი გიორგობიანმა.

სტუ-ის ინფორმაცით, პროექტის სასტარტო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ინსტიტუტის განყოფილებების ხელმძღვანელები, თანამშრომლები, სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და პარტნიორი ორგანიზაციების ექვსი წარმომადგენელი: DFKI - დოქტორები: ანდრეი გირენკო, იან ალექსანდერსონი, ფილიპ მიულერი; INRIA - დოქტორები: ფრანსუა ბრემონი, ალექსანდრა კიონიგი; EXOLAUNCH - დოქტორი ანტონ ვლასკინი. რამდენადაც პროექტი საქართველოში სამედიცინო მონაცემის შეგროვებას ითვალისწინებს, ეთიკისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ჭყონია.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა