ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას დაკავება კლასიკური მაგალითია, როგორ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში - გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს

ყველანაირი პარტიული ზღვარი არის წაშლილი, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, - ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში.

“ძალიან მძიმე საყურებელია და ამ ყველაფრის ფონზე, სხვა ე.წ. პარტიის წარმომადგენლებმა თავში აზრადაც არ უნდა გაივლონ, რომ რამე არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მე გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მე და ნიკამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ნიკას იცით, რომ ეს პოზიცია ჰქონდა, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რომ არანაირი არჩევნები ივანიშვილის პირობებში არ იქნება. შესაბამისად, მგონი ყველა ხვდება, რომ ერთი პარტიის ლიდერი ციხეში, მეორე პარტიის ლიდერი ციხეში, მესამე ლიდერს ემუქრებიან, მიხეილ სააკაშვილი ციხეში, ოქრუაშვილი ციხეში, ყველა ციხეში და ამ დროს, ვინც თავისუფლებაზეა, თურმე გავლენ და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც სიგიჟეა. დღეს აქ რაც ხდება არ არის ნორმალური, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია როგორც ჩაატარეს დღეს, სასამართლო გადადეს, ხვალ უნდა ემსჯელათ თითქოს და დააკავეს, ეს არის კლასიკური მაგალითი როგორ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში. ცხადია, სოლიდარული ვარ ნიკასიც, ზურასიც, ოქრუაშვილისაც და ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან. ერთი რამე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ყველანაირი პარტიული ზღვარი არის წაშლილი, სანამ ყველა ამას კარგად არ გაიგებს, რეალობა კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია აქედან - ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს და შემდეგ, როცა ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება და ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ყველა გავა თავისი გემოვნების მიხედვით”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება