რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია აპარატის თანამშრომლების მიმართ „დისკრიმინაციულ მოპყრობას“ უარყოფს და შრომის ინსპექციის დასკვნის გასაჩივრებას აპირებს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ „დისკრიმინაციულ მოპყრობას“ უარყოფს და ამასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის დასკვნის გასაჩივრებას აპირებს. ამის თაობაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" წევრებთან ერთად ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც შეროზიამ განაცხადა, შრომის ინსპექციამ “ოცნების” პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

"2022 წლის 10 ნოემბერს, შრომის ინსპექციამ, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის მხრიდან დაადგინა თითქოსდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი აპარატის ცალკეული თანამშრომლის მიმართ. ადამიანი, რომლის მიმართაც თითქოს დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა, არის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ძმა - არჩილ ძამაშვილი, რომელიც დასაქმებულია საკრებულოს აპარატის უფროსად და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი იყო “ქართული ოცნების” პარტიული სიით. შრომის ინსპექციამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა “ოცნების” პოლიტიკური დაკვეთა საკრებულოს წინააღმდეგ. ეს არის თვითმმართველობებზე იმ თავდასხმის გაგრძელება, რომელიც საკრებულოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ დააანონსა მმართველმა პარტიამ", - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება დღეს მიიღეს, რომელსაც აუცილებლად გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსმა და თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათ შრომის ინსპექციის დასკვნა გაასაჯაროეს.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი თანაშემწის მხრიდან მასზე და სხვა თანამშრომლებზე სისტემატური ზეწოლა ხდება.

„საქმის წარმოება სამი თვის განმავლობაში მიდინარეობდა. შრომის ინსპექციიდან დღეს მივიღეთ დასკვნა, რომლის თანახმადაც დასტურდება ნოდარ შეროზიას მხრიდან ჩვენს მიმართ ზეწოლა და შევიწროება. საკრებულოს თავმჯდომარეს შრომის ინსპექციამ დააკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით", - განაცხადა არჩილ ძამაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს