ადიგენში „ზარზმობას“ ზეიმობენ

ადიგენში „ზარზმობას“ ზეიმობენ

დღეს, ადიგენში, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე, „ზარზმობა“ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით „ზარზმობას“ სასულიერო იერარქები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„სერაპიონ ზარზმელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულა. წირვის დასრულების შემდგომ, ზეიმის მონაწილეებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალი კულტურული ღონისძიება გაიმართა. „ზარზმობა“ დასრულდა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვითა და ადიგენის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა თიმაძე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდ ზაზაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი და მენეჯერი ვაჟა ართმელაძე.

სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ზარზმობა“ ყოველწლიურად აღინიშნება“,- ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია