კამპანიის ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში რუსთავის #44-ე ბაგა-ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის პირველმა მოადგილე კახა გურულმა, ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის #44 ბაგა-ბაღის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფარმაცევტულ კომპანია ასტრაზენეკას, რომელმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქა რუსთავის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. კომპანიამ ძალიან ლამაზი ხის ნერგები გადმოგვცა ქალაქს საჩუქრად და დღეს #44 ბაგა-ბაღში გვქონდა გამწვანების აქცია. ნერგების დარგვის პროცესში ჩვენი პატარებიც აქტიურად იყვნენ ჩართული“, - განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ კახა გურულმა.

კანადური ნეკერჩხლისა და თამარიქსის ნერგები, რუსთავს საჩუქრად, საქართველოში „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“- ის წარმომადგენლობამ კამპანიის - ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში გადასცა.

,,გამწვანების აქციის ინიციატივა, კომპანია ასტრაზენეკას საქართველოს წარმომადგენლობას ეკუთვნის. ჩვენს კომპანიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ის ზრუნავს, არა მხოლოდ პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის მედიკამენტების შექმნაზე, ასევე ეკოლოგიაზეც. ჩვენი კამპანიის - ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, ამჯერად გადავწყვიტეთ ვესტუმროთ რუსთავს. მერიის მხარდაჭერით შევარჩიეთ და შევიძინეთ ადგილობრივი კლიმატისთვის შესაბამისი ნერგები“, - განაცხადა „ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა თამარ ვაშაკიძემ.

რუსთავის მერმა ბაგა-ბაღის ეზოში, ნერგები აღსაზრდელებთან, პედაგოგებთან და ასტრაზენეკას წარმომადგენლებთან ერთად დარგა.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი