გორის მერია - ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

2022 წელს, ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (2 სოფელი) სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ქვახვრელში რეაბილიტირდა სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა.
„საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენდა 881 გრძივ მეტრს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყო გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
გარდა ამისა, სოფელში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობა, საბავშვო ბაღის სახურავის შეცვლა და შემოღობვა.
ამავე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უფლისციხეში, მიმდინარე წელს ახალი სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რომელიც 250 ოჯახს 24 საათიანი გრაფიკით ემსახურება”,- აცხადებენ გორის მერიაში.
























