ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. World Travel Awards-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა- საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.

World Travel Awards -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში იყო გადანაწილებული. ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული კი ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ კიდევ ერთ წარმატებას. ნამდვილად დიდი ნაბიჯია ბათუმისთვის მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელება, მაშინ როცა კონკურსზე ისეთი ქვეყნების ქალაქებია წარმოდგენილი, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, ჩრდილოეთ ირლანდია თუ ბულგარეთი. მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ჩვენი ქალაქი პირველად იყო წარდგენილი და გვიხარია, რომ ეს ნომინაცია ბათუმის გამარჯვებით დასრულდა. ეს იმ თითოეული ადამიანის დამსახურებაა, ვინც ტურიზმის სფეროში პირდაპირ თუ ირიბადაა ჩართული და ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას,“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ომანში გამართულ „World Travel Awards“-ის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს