ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან

სამი პოლიტიკური პარტიის - „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის” და „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრას ამჯერად ბათუმში მართავენ.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრებენ მთავარი იდეის, ევროპული პერსპექტივის შესახებ და განიხილავენ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და საქართველოს ევროინტეგრაცია.

„ვაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს იმ მთავარი იდეის შესახებ, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა როგორ უნდა იყოს მიღწეული, როგორ უნდა მოვახერხოთ დეოლიგარქიზაცია იმისთვის, რომ საქართველო მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, ერთობაში რას ვგულისხმობთ, რა ტიპის ქმედებებს და რა არის სამოქმედო გეგმა. გვინდა ამ შეხვედრებზე იყოს გულწრფელი, გახსნილი საუბარი. გვინდა, მოვისმინოთ, საზოგადოება როგორ ხედავს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს და ასევე შევთავაზოთ ჩვენი ხედვა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კითხვაზე, რამდენადაა ე.წ. სამეულის გაფართოების პერსპექტივა, ხოშტარია ამბობს, რომ აღნიშნული პარტიები ყველანაირ ძალისხმევას ჩადებენ, რათა გაფართოება მოხდეს.

„ჯერ ძალიან ცოტა დროა, რაც საჯაროდ გამოვედით და გადავედით მოქმედებებზე. გვესმის, რომ სხვა პოლიტიკური ძალებისგანაც კითხვები არსებობს. არ მაქვს პრობლემა კრიტიკის მიღებაზეც. როგორც არ უნდა იყოს, ყველანაირ ძალისხმევას ჩავდებთ, რომ ეს გაფართოება მოხდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ მიზანს ეს სჭირდება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა