რუსთავის მერმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ახალგაზრდებს გააცნო

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ახალგაზრდებს გააცნო. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც მერია ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

"2022 წლის საქმიანობის ანგარიში გავაცანით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო, ჩემთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო. მათ ძალიან ბევრი საინტერესო შენიშვნა და მოსაზრება ჰქონდათ. ვისაუბრეთ, როგორც 2022 წელის ანგარიშზე, ასევე 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებზე", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მერის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას სტუდენტები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები და ახალგაზრდა რუსთაველი მცირე მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა, ეს ის თემები იყო, რომელთა მიმართაც რუსთაველმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა, იმაზე თუ რა გააკეთა რუსთავის მერიამ აღნიშნული სფეროების განვითარების ხელშეწყობისთვის და სამომავლოდ რას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს