გორის მერია - გორში, თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა

საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის, ნუგზარ სხირელის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა მისმა შვილმა და შვილიშვილმა გახსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დღეს, 13 ნოემბერს, ნუგზარ სხირელს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა. თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები. სტუმრებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

გორის მერიის ცნობით, ნუგზარ სხირელი იყო ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. ამასთან, მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.

მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრში ქვეყნის მასშტაბით 2003 – 2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. გორის მერიის განცხადებით, ფინალები ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები.

ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა