გუბაზ სანიკიძე - ეს ხელისუფლება იმდენად არის დაზიანებული, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება - ჯართია

პროცესი არის ცოცხალი და ეს ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არის ცოცხალი ორგანიზმი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნები შეაფასა.

სანიკიძემ აღნიშნულ პროცესს „ჯანმრთელი“ უწოდა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, „რა მდგომარეობაშიც იყო მთავარი ოპოზიციური პარტია, ის აღარ აკმაყოფილებდა საზოგადოების შეკვეთას“.

„მე არ მახსენდება არცერთი სახელისუფლებო პარტია, რომელმაც დაკარგა ხელისუფლება და მერე გააგრძელა არსებობა, ასეთია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს პროცესი - რომ არის განსხვავებული მოსაზრებები ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, საკადრო ცვლილებაზე, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ არის ცოცხალი და ეს პარტია დინამიური ორგანიზმია. კლასიკური ევროპული გაგებით „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფუნქციური ევროპული პარტია, რომელსაც შეუძლია თავმჯდომარე გამოცვალოს, შიდა არჩევნები ჩაატაროს, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, გარკვეულ პოლიტიკურ დევნას გაუძლოს და 10 წელი იყოს ოპოზიციაში. საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი არიან პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ხელისუფლებაც.

პროცესი არის ჯანმრთელი, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტია რა მდგომარეობაშიც იყო, ის აღარ აკმაყოფილებდა საზოგადოების შეკვეთას. პარტიაში რაღაც უნდა გადაალაგონ, რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ პროცესი არის ცოცხალი და ეს ადასტურებს ერთ რამეს - რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არის ცოცხალი ორგანიზმი.

სხვათა შორის, ეს გენერალური რეპეტიციაა - ქვეყანასაც აჩვენებენ, თუ რამდენად დემოკრატიულად და გაუყალბებლად ატარებენ არჩევნებს. ესეც პროცესია.

დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი არჩევანის პირობებში დანარჩენი პარტია დაეთანხმება გადაწყვეტილებას. ისიც მინდა ვთქვა, რომ არჩევნების ჩატარება დაევალა გია ბარამიძეს, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი არ მეპარება - ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ეპარებათ ეჭვი, რადგან ძველი ვეტერანი აირჩიეს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამასთან, მთავარი ოპოზიციური პარტიის შემდეგ, სანიკიძემ „ქართულ ოცნებაზეც“ ისაუბრა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას „ჯართი“ უწოდა.

„რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვიან და ჩაიდენენ, მით უკეთესია ამ ქვეყნისთვის. ჩემი ფორმულაა ეს - რაც უფრო მეტ სიბრიყვეს ჩაიდენს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად გამოვა ეს ქვეყანა მდგომარეობიდან. ეს ხელისუფლება იმდენად არის დაზიანებული, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. ეს ხელისუფლება ჯართია. ბელარუსი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ სუდანი, ერითრეა და საქართველო. მხოლოდ ამ სახელმწიფოებს არ აქვთ მილოცილი უკრაინისთვის ხერსონის დაბრუნება. პრეზიდენტმა მიულოცა? ეს ის პრეზიდენტია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მხარესაა, მაგრამ 8 თვეა ომი მიმდინარეობს და ერთხელაც არ ჩასულა უკრაინაში. რომ კითხავენ რატომ არ ჩახვედიო, ღარიბაშვილი არ მიშვებსო. არ არის სასწაული? მართლა არ იფარავს ამ ქვეყანას ღვთისმშობელი? პრეზიდენტია და არ უშვებენ? ეს არის „ფეიკი“ და ქართულად ამას ძველი სახელი ჰქვია - მაიმუნობა. საქართველოში პოლიტიკა არის მაიმუნობა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს