გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში ინფრასრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის სისტემები, მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობა, ხორციელდება ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროექტები, როგორებიცაა ეზოების მოწესრიგება, სახურავების, ლიფტებისა თუ საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერისა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებიც.

„გარდა ამ პროგრამებისა, ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ათეულობით პროექტი - მიმდინარეობს ხიდების, გაბიონების, საბავშვო ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაცია…

2022 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულებულია, პროექტების ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება, რამდენიმე პროექტი გარდამავალია. მიმდინარეობს: ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია, სადგურის დასახლებაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონით მოწყობა, სოფელ ახალდაბაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ქიწნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ჩიხთან გასამაგრებელი გაბიონის მოწყობა, „ძველი ხიდის“ რეაბილიტაცია, საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა, მუსხელიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა, ცხინვალის გზატკეცილზე (ახალ ბაზართან) გზის რეაბილიტაცია, კორპუსის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია - შინდისის გმირების გამზირი N16 (ამხანაგობის თანადაფინანსება), კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - სუხიშვილის ქუჩა N24 (ამხანაგობის თანადაფინანსება), კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - ანწუხელიძის ქუჩა N3 (ამხანაგობის თანადაფინანსება), კორპუსის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა - შინდისის გმირების გამზირი N1 (ამხანაგობის თანადაფინანსება).

გარდა ამ პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. #ინფრასტრუქტურა2022, #ინფრასტრუქტურაგორი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს