2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე იმსჯელეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 123 მილიონი ლარით განისაზღვრა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, 13 %-ით იზრდება და 32 მილიონ ლარს აჭარბებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 15 %-ით იზრდება და 95 მილიონ ლარს შეადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი.

“სოფლის მეურნეობის მიმართულებით კანონპროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 30 %-ით იზრდება და 27 მილიონ 280 ათასი ლარით განისაზღვრება.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა