გორის მერია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, წელს მეორედ გორში, დამსახურებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მემორიალური ტურნირი ჩატარდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, წელს მეორედ გორში, დამსახურებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათი ცნობით, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპრიზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.

“შეჯიბრში, 2003 – 2005 წლებში დაბადებული 100 - ზე მეტი სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის. მათ 10 წონით კატეგორიაში იასპარეზეს. გასული წლისგან განსხვავებით, ტურნირში ქართველებთან ერთად სომეხი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად გაიმართება.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელს, ნუგზარ სხირელს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაც გაიხსნა.

თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო