ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თურქეთის ქალაქ ერეგლის დელეგაცია სტუმრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თურქეთის ქალაქ ერეგლის დელეგაცია სტუმრობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაში ერეგლის მერის მოადგილეები და მრჩევლები არიან, მერიაში შეხვდა.

მამუკა წოწერიამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სტამბოლში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის გამო მიუსამძიმრა.

როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მერმა სტუმრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა და მერიის პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„მამუკა წოწერიამ ინფრასტრუქტურაზე, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე, დევნილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, განათლებაზე, გარემოს დაცვაზე, ახალგაზრდულ მიმართულებებზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მერი მუნიციპალიტეტში ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსაც შეეხო და ცაიშის თერმულ წყლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სხვადასხვა ობიექტს დაათვალიერებენ.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ზუგდიდისა და ერეგლის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ინვესტიციების, ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურისა და განათლების მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს