მარნეულმა ქართულ ჭიდაობაში ტურნირს უმასპინძლა

მარნეულმა ქართულ ჭიდაობაში ტურნირს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, სპორტის დამსახურებული ოსტატის, თენგიზ ნავერიანის სახელობის გუნდური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 20 გუნდმა მიიღო, რომლებიც 2010-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული.

თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის მფლობელი მარნეულის სპორტული სკოლის გუნდი „ნავერიანი" გახდა, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები თბილისის გუნდებმა - „მუხიანმა" და „ლიდერმა“ დაიკავეს.

„ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს იუნესკომ ტრადიციული ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.