კახა ოქრიაშვილი - დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვიდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია.

დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.

კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა