აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული 133 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების შრომა მუდმივად იქნება დაფასებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში 15 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ 133 მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ. ოლიმპიადა ექვს სხვადასხვა საგანში გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი. ესეების კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და ოლიმპიადებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის 2012 წლიდან ატარებს.

დაჯილდოებაში მონაწილეობა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა