ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში“ მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, ქართველ ბიზნესმენთან ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, მკითხველს ეპილოგს სთავაზობს, სადაც პოზიტიურ ჭრილში აფასებს და ოპტიმისტურად უყურებს მაქაცარიას მიერ აქტივების და CBS ჯგუფის მართვის მიმართულებას.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელები უცხო ქვეყნის ბიზნესკომპანიები იყვნენ. ვხედავდი თუ არა მე ამ ყველაფერში პრობლემას? არა, განვითარებული ქვეყნების ნაწილში ვერ ვხედავ და მეტიც, მიმაჩნია - რომ არა ამერიკელები და მაიკლ სქოულის დროინდელი „ეიეს თელასი” არც რუსული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდებოდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის შეძენით. მიღმა იმ უამრავი სიკეთისა, რაც ამერიკელებს მოჰყვა ცოდნისა და ინვესტიციების სახით. ახლა მეორე, მომწონს თუ არა, რომ ასეთი კომპანიები არის იმ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების თანასაკუთრებაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედი აქვს ოკუპირებული ჩვენი რესპონდენტის მშობლიური აფხაზეთის თამადობით? ეს როგორ უნდა მომეწონოს? არანაირად. ეს საერთოდ რაღაც ნონსენსური გაუგებრობა მგონია, რომელშიც შევედით და ვეღარასდროს გამოვედით. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ არცერთ ეტაპზე არ ვიყავით თანამიმდევრული და ემოციურად გაწონასწორებული საზოგადოება. ახლა აქ სერიოზული ადგილობრივი, ქართული პერსპექტივები ჩნდება. პირი იქით მიქნია, და ისე დაბრუნდა ქართველი აქციონერების ხელში ჯერ ყაზახური „თბილგაზის” 100%, მანამდე რუსული „ბილაინის” 100%, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა, არადა, სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ამ თემაზე მსჯელობა და ამ კომპანიებთან დაკავშირებული ნებისმიერი ისტორია ლამის ქართველობის წართმევასთან, მორიგ თუ მოქმედ ოკუპაციასთან და ეკონომიკურ ანექსიასთან იყო გაიგივებული. ჩემთვის ასეთი აქტივების მობრუნება თუ მოქცევა ქართულ საკუთრებაში, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ფლობდა მათ ადრე, მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსი ამბავია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს ინტერვიუ და საუბარი ხვიჩა მაქაცარიასთან შედგა. მიღმა იმისა, რომ გაგაცანით აფხაზეთში დაბადებული ბიზნესმენი, რომელიც მრავალმილიონიანი აქტივების გარდა ფლობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ქსელებსა და საწარმოებს.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მაქაცარია მოახერხებს და „თელასის“ 100%-საც წამოიღებს. არა იმიტომ, რომ პირადად შევხვდი და იმაზე მეტი ვესაუბრე, ვიდრე ამ ინტერვიუთი გადმოგეცით. არა. მგონია, რომ გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს იმაში, რაც ახლა ხდება, როცა ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, საკმაოდ რთული და ემოციური ცხოვრებით, ახერხებს მრავალმილიონიანი აქტივები შექმნას სამშობლოში სწორედ რუსებისგან გამოსყიდული აქტივებით, ფლობდეს უძრავ ქონებას ევროპაში და გეგმებს აწყობდეს შავ ზღვაზე ინფრასტრუქტურულ მშენებლობასთან დაკავშირებით. შეიძლება, რუსეთის კომპანიებისგან აქტივების გამოსყიდვა და ქართველი აქციონერების ხელში მოქცევა სწორედ ამ ოჩამჩირელი ბიჭის მისიაა. ვნახოთ. მგონია, რომ CBS ჯგუფზე და მის დამფუძნებელზე კიდევ ბევრს გავიგებთ წელსვე და გაისად, რადგან პირადად მისცა პირობა Forbes Georgia-ს გუნდს, რომ საზოგადოებას გააცნობს თითოეული კომპანიის საქმიანობას და, ცხადია, მისი გუნდის წევრებისა და ტოპ-მენეჯერების წარდგენის საშუალებაც მოგვეცემა. ანუ მათი, ვინც ხვიჩა მაქაცარიას აქტივებს მართავენ და პირადი საუბრებისას მიყვებიან, თუ როგორი გუნდური ტიპი და მოთამაშეა მათი დამფუძნებელი. მაქაცარია დღემდე სპორტის აქტიური ქომაგი, მიმდევარი და გულშემატკივარია, აგრძელებს ჩოგბურთის ფედერაციისა და სპორტის სხვა სახეობების მხარდაჭერას. თვლის, რომ საქართველოში პატივსაცემია ნებისმიერი ადამიანი, ვინც არათუ 8000-ს, არამედ ორ ადამიანსაც კი ასაქმებს. მას ახლოს არ ვიცნობდი, და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხვიჩა მაქაცარია ნამდვილად არ არის არც მარტივი პიროვნება, ან როგორც იტყვიან, Пассажир, და მინდა გითხრათ, არც რესპონდენტი.

საუბრის ბოლო კითხვა: მაინც რა იყო თქვენი ყველაზე სარფიანი გარიგება ცხოვრებაში? წამით ფიქრდება... და, მპასუხობს: ის, ჩემი ნათესავი (ჰამლეტ მაქაცარია)! რას ამბობ, 276 „ჟიგული” მომდიოდა, ისეთი ფული კეთდებოდა თხილის ერთ ჩაბარებაზეო. ხვიჩა მაქაცარია ქართველი ბიზნესმენებიდან გამოარჩევს თემურ ჭყონიას, თემურ უგულავას, ილია წულაიას და ამბობს, რომ ჰყავს ამ ქვეყანას კარგი ბიზნესმენები, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოთვლის... ეს ქვეყანა მინიმუმ სამჯერ მეტ საქმიან ადამიანს და საქმოსანს დაიტევსო. აღარაფერს ვამბობ მის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდების და მათი მნიშვნელობის მიმართ, რადგან საუბარი მაშინვე ჩემს ნიკო კვარაცხელიაზე გადააქვს. ტრაგედიამდე საქმიანი წლები და Feedc-ის განვითარება ნიკომ სწორედ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფის წიაღში გააგრძელა. დაველოდოთ. მგონი, დიდი ხნით მოცდა არ მოგვიწევს მის მორიგ ისტორიამდე. ბევრი ანკესია ჩაგდებული სხვადასხვა მიმართულებით. თან, თემურ უგულავას რეაქცია მაინტერესებს, ამ ისტორიას რომ წაიკითხავს. თემურ უგულავა თავად ჩვენი გმირის მიერ მისმა დასახელებამ გამახსენა და იმან, რომ უგულავა („აჭარა ჯგუფი”) სულ მაშაყირებს, თუ როგორ ვახერხებ, რომ Forbes-მა იარსებოს ისეთი მცირე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და იპოვოს ამ გამოცემის დონის ისტორიები და გმირები. მაინტერესებს, რას იტყვის, როცა ყდაზე გამოჩნდება ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს და ინდუსტრიებს. თან მისთვის ჩვეული, შეუჩერებელი ტემპით.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება