გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამეგრელოში 245 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამეგრელოში 245 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. ამავე პერიოდში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტი ქალაქ აბაშაშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული “ხედვა 2030- ქვეყნის განვითარების სტრატეგიის” ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე. პროექტის ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მშენებლობას, ხოლო არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტირების დაწყება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ ეტაპზე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განახლდა ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობა. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია, სამ დამოუკიდებელ პროექტად განახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში 144 კმ-მდე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ მარტვილში, სადაც პარალელურ რეჟიმში კომპანიას დამატებით გამოცხადებული აქვს ტენდერი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის შესყიდვის თაობაზე.

სამეგრელოში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24- საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი