გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“ გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“ გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“ გაიხსნა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

„უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

სტუდენტთა პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთისა და პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 87 ავტორის/თანაავტორის 81 მოხსენება 8 სექციაში.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კონფერენციის ფარგლებში 17 ნოემბერს დაგეგმილია გამოფენა - „პატარა ლიახვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.