ირაკლი ღარიბაშვილი ვაშაძეს - როგორ ბედავთ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ დიქტატორული რეჟიმის, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე?

როგორ ბედავთ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ჩვეულებრივი საბოტაჟი და შეთქმულება“ უწოდა.

„როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები, როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს იყო შეთქმულება და ამაზე ვისაუბრეთ“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ვაშაძეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს