2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად MDFკონკურსს აცხადებს

ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სკოლის გუნდმა მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასთან დაკავშირებულ თემაზე საპროექტო განაცხადი 30 ნოემბრამდე უნდა დაარეგისტრიროს.

საპროექტო განაცხადი შესაძლოა შეეხებოდეს ონლაინ, სამაგიდო ან როლური თამაშის იდეას, ქვიზს, კრეატიულ თემატურ გაკვეთილს, ცნობიერების ამაღლების კამპანიას (ვიდეო რგოლის სცენარი, სლოგანი, პოსტერი) ან მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების სხვა ფორმატს.

საპროექტო განაცხადებს განიხილავს ჟიური, რომელიც პირველ ეტაპზე გასულ პროექტებს გამოავლენს. მეორე ეტაპზე გადასული გუნდები თავიანთ პროექტებს დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე წარადგენენ.

გამარჯვებულ გუნდს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი და ლეპტოპი გადაეცემა. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სკოლები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსი, რომელმაც ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა და ინოვაციური პროექტი უნდა გამოავლინოს, მედიაწიგნიერების მიმართულებით ახალი იდეების გენერირებისა და სკოლების სტიმულირების მიზნით უკვე მეორედ ტარდება.

2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლას მედიის განვითარების ფონდი ამერიკულ ორგანიზაცია The Critical Mass-თან (TCM) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამოავლენს.

კონკურსი საინფორმაციო კამპანიისა და მედიაწიგნიერების ტრენინგების სერიის “მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში” ტარდება, რომლის მიზანია, სასწავლო სივრცეში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარების გზით საზოგადოების მედეგობის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში, MDF-მა მედიაწიგნიერების ტრენინგები საქართველოს 7 ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი ჩაატარა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა