ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მოუწოდა, აშშ-ს დაფინანსების 2022 წლის მონაცემებში ნახოს, რამდენი პროცენტით დაფინანსდა არასამთავრობო სექტორი

მე კი არ ვაკრიტიკებ ვინმეს, რომ ძირითადად NGO-ებს აფინანსებს, მე ფაქტი ვთქვი, როდესაც შაჰინი გვემუქრება იმით, რომ დაფინანსება შეწყდება, ეს არსებითად NGO-ებს ეხება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მოუწოდა, აშშ-ს დაფინანსების 2022 წლის მონაცემებში ნახოს, თუ რამდენი პროცენტით დაფინანსდა არასამთავრობო სექტორი.

„წლევანდელი ციფრები ამოიღეთ და ნახეთ, რამდენი პროცენტია NGO-ების დაფინანსება. მე ჩემი მონაცემები მაქვს, მაგრამ ჯობია თქვენ ჩაიხედოთ. მე გირჩევთ, 2022 წლის მონაცემები აიღოთ და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეთ“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ხელისუფლება თითოეული ცენტის გამო მადლიერია, უბრალოდ სენატორ შაჰინის მუქარა არარელევანტური იყო.

„ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული ცენტის გამო. ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, შაჰინის მუქარა არარელევანტური იყო და როგორც მან ასევე აღნიშნა, იგივე სხდომაზე მას მიანიშნეს, რომ ეს მუქარა არარელევანტური იყო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი დაფინანსება არის NGO-ები და NGO-ებს, რა თქმა უნდა, ისინი დაფინანსებას არ შეუმცირებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა, ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს