საჯარო მოხელეებისთვის სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო შეხვედრა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” გაიმართა

კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში, რომელსაც ბორჯომმა უმასპინძლა, მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საჯარო უწყებათა წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა.

ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა თამთა კაჭკაჭიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა გახსნეს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის მენეჯერმა დანაე ისამ.

ქართველ საჯარო მოხელეებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინოგრასომ.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის - „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთში, იმერეთში, აჭარასა და გურიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო